რეზონანსი
01.11.2023

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა იმართება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა, ირაკლი ანთაძემ მედიასთან კომენტარის დროს თქვა, რომ გუშინ ღამით რუსმა ოკუპანტებმა ქარელის მუნიციპალიტეტში შუა ხნის მწყემსი უკანონოდ დააკავეს.

ამ დროისთვის, ჯამში, ოკუპანტების ტყვეობაში 7 მოქალაქე რჩება. რაც შეეხება ბორდერიზაციას, წინა შეხვედრიდან დღემდე 3 შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის სოფელ ერგნეთში. 

"გუშინ, ღამის საათებში, დაახლოებით 22 საათზე, მოხდა კიდევ ერთი უკანონო დაკავება ოკუპირებულ სოფელ გვირგვინას მიმდებარე ტერიტორიაზე. შეტყობინება მივიღეთ დაახლოებით 22 საათზე დაკავების შესახებ, შემდეგ გააქტიურდა ცხელი ხაზი და მოგვიანებით საოკუპაციო ძალებმა დაგვიდასტურეს აღნიშნული ფაქტი. გარემოებები და დეტალები ამ დროისათვის ჩვენთვის ცნობილი არ არის და ამაზე განმარტებებს რა თქმა უნდა მოვითხოვთ", - თქვა ანთაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×