რეზონანსი
01.11.2023

ბოლივიამ ღაზის სექტორში „აგრესიული და არაპროპორციული“ თავდასხმების გამო, ისრაელთან დიპლომატიური კავშირი გაწყვიტა.  „ეს არის უარყოფა და დაგმობა ისრაელის აგრესიული და არაპროპორციული სამხედრო შეტევისა, რომელიც განხორციელდა ღაზის სექტორში“, – განაცხადა ბოლივიას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ფრედი მამანმა.

ამის პარალელურად, კოლუმბიამ და ჩილემ პროტესტის ნიშნად ისრაელიდან თავიანთი ელჩები გამოიწვიეს.

ჩილეს პრეზიდენტი გაბრიელ ბორიჩი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე წერს, რომ მისი ქვეყანა „მტკიცედ გმობს ისრაელის მიერ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევას.“

ამასთან, კოლუმბიის პრეზიდენტმა, გუსტავო პეტრომ განაცხადა, რომ თუ ისრაელი არ შეწყვეტს პალესტინელი ხალხის ხოცვა-ჟლეტას, კოლუმბიის წარმომადგენელი იქ ვერ დარჩება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×