რეზონანსი
27.10.2023

ხალხის ძალის“ ერთ-ერთ ლიდერს გურამ მაჭარაშვილს აინტერესებს, რატომ დაატარებენ მთელ მსოფლიოში „ხალხის ძალის“ მიერ დაინიცირებულ კანონპროექტს? 

„ახლა უკრაინა იღებს, ჩვენ დავაინიცირეთ და კანადა იღებს, იღებენ ევროპარლამენტშიც, შესაბამისად კარგად მოქმედებს აშშ-ში. ამიტომ ახლა საზოგადოებასაც აინტერესებს, რანაირად ხდება ისე, რომ ეს კანონპროექტი, რომელიც ჩვენ დავაინიცირეთ არის ფინანსური გამჭვირვალობისთვის კარგი უცხოეთში და არ ვარგა საქართველოში. მე მივაგენი პასუხს: თურმე, ეს კანონპროექტი ყოფილა მოჯადოებული და უცხოეთში არის დემოკრატიული და საჭირო და როგორც კი გადმოკვეთავს საქართველოს, ხდება რუსული. 

მართალია ჩვენ არასწორი ზეწოლით ეს კანონი ვერ მივიღეთ, მაგრამ კარგად მუშაობს და რაც ყველაზე მთავარია სიმართლე იმარჯვებს და ყველა ხვდება რომ ეს კანონპროექტ მოქალაქეებისთვის საჭირო ყოფილა“, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×