რეზონანსი
27.10.2023

იურისტ სულხან სალაძის განცხადებით, თუ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო, ეს ოპოზიციის მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს. ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში სალაძემ, ოპოზიციის წევრებს მოუწოდა დაასახელონ ის კონკრეტული პირები ან ოპოზიციური პარტიის წევრები, ვინც კანდიდატის სტატუსის მიღებას უშლის ხელს.

ამასთან, სულხან სალაძე იმის რესურსს ვერ ხედავს, რომ კანდიდატის სტატუსის არ მიღების შემთხვევაშიც კი ოპოზიციამ 2024 წლის არჩევნებში გაიმარჯვოს.

"თუ კანდიდატის სტატუსი მივიღეთ, ეს კიდევ უფრო გაართულებს ოპოზიციის მდგომარეობას და პლუს, ამას ემატება ის, რომ მმართველი პარტია, კანდიდატის სტატუსის მიღების შემთხვევაში უკეთესი არ გახდება. კანდიდატის სტატუსს მივიღებთ თუ არ მივიღებთ, ეს ოპოზიციისთვის სტატუს-კვოს უკეთესობისკენ არ ცვლის. თუ არ მივიღეთ, მე ვერ ვხედავ იმის პერსპექტივას, რომ ოპოზიცია შეძლებს იმგვარი მობილიზება მოახდინოს საზოგადოების, რომ 2024 წლის არჩევნები არსებითად მოიგოს. თუ ვამბობთ, რომ ოპოზიციაში რაღაც ნაწილი ცდილობს, რომ კანდიდატის სტატუსის მონიჭების გადაწყვეტილება იყოს არა ახლა, არამედ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მაშინ უნდა ვთქვათ ვინ არიან ამ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ან კონკრეტული პოლიტიკოსები. ნახევრად სიმართლის თქმა, სიმართლის თქმა არ არის - თუ ვამბობთ, მაშინ უნდა ვთქვათ ბოლომდე", - განაცხადა სულხან სალაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×