რეზონანსი
27.10.2023

ანალიტიკოსი გია აბაშიძე ეხმიანება გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ უკრაინის რადაში ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე, დავით არახამიამ ლობირების შესახებ კანონპროექტის წარდგენა დააანონსა. ანალიტიკოსის აზრით, კრემლსაც კი არ დაესიზმრება ანტიდასავლური განწყობების საქართველოში იმგვარი გაღვივება, როგორსაც თავად ცალკეული დასავლელი აქტორები აკეთებენ ამას.

„ორმაგი სტანდარტის (თვით) გამოვლენა იმდენად ადვილი და სწრაფი გახდა, რომ აწი ფარისეველთა ნოტაციებს ჩალის ფასიც არ აქვს. თურმე ზელენსკის კორუმპირებული ხელისუფლებისთვის ე.წ. რუსული, FARA-ს კანონი დასაშვებია, ხოლო დემოკრატიულ საქართველოში, სადაც რადიკალების ფსევდო-არასამთავრობოები მთავრობის დამხობაზე მუშაობენ - არა.

კრემლსაც კი არ დაესიზმრება ანტიდასავლური განწყობების საქართველოში იმგვარი გაღვივება, როგორსაც თავად ცალკეული დასავლელი აქტორები აკეთებენ ამას.

უკრაინის რადაში ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ, დავით არახამიამ ლობირების შესახებ კანონპროექტის წარდგენა დააანონსა.

„ჩვენ ვხსნით ახალ დონეს - კანონს ლობირების შესახებ, რომლის მიხედვითაც, ყველა შესაბამისმა ორგანიზაციამ და პირმა უნდა წარადგინოს მონაცემები თავისი დონორებისა და თანხების შესახებ კორუფციის პრევენციის ეროვნულ სააგენტოში", - დაწერა დავით არახამიამ სოციალურ ქსელში.”- წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×