რეზონანსი
27.10.2023

გერმანია ემიგრანტებისთვის კანონმდებლობას ამკაცრებს. ქვეყანამ მიიღო არაერთი კანონი, რომლის საფუძველზეც, არალეგალურად მყოფ ყველა პირს დეპორტაცია ემუქრება. ასევე, სახელმწიფო არალეგალურად მყოფ პირებს დეპორტაციის შესახებ აღარ შეატყობინებს. 

ჯგუფში "გერმანიის ქართული სათვისტომო" კანონმდებლობის შესახებ დეტალებს წერენ:

"გერმანიამ დღეს მთელი რიგი კანონები მიიღო. ქვეყანაში, ყველა არალეგალურად მყოფს დეპორტაცია ემუქრება.

დეპორტაციის შესახებ სახელმწიფო აღარ შეატყობინებს არალეგალურად მყოფს, რათა თავიდან აიცილოს გადამალვის ფაქტი. 

პოლიციას ეძლევა ბინის ჩხრეკის უფლება, ტელეფონის კონფისკაციის უფლება, ასევე არალეგალურად მყოფის ახლობლის ბინის ჩხრეკის უფლება და არალეგალურად მყოფის ძიების უფლება.

არალეგალურად მყოფი მოთავსდება სადეპორტაციო საკანში.

არალეგალურად მყოფი პირი, რომელიც კრიმინალური ბანდების წევრია, ყოველგვარი გასამართლების გარეშე გადეპორტდება. 

ისინი ვინც,თავის ვინაობასა და ეროვნებას მალავენ, ასევე გადეპორტებიან და ქვეყანაში ხელმეორედ შესვლა აეკრძალებათ.

იმ ადამიანებს კი, რომლებმაც არალეგალურად ადამიანები გერმანიის ტერიტორიაზე შემოიყვანა. ერთწლიანი პატიმრობა ,შემდეგ დეპორტი და სახელმწიფოში შემოსვლის აკრძალვა ემუქრებათ", - წერენ ემიგრანტები.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×