რეზონანსი
26.10.2023

ლნჩხუთს რა­ი­ო­ნის, სო­ფელ სუფ­სა­ში მომ­ხდარ ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას 22 წლის გი­ორ­გი გუ­ჯა­ბი­ძე ემსხვერ­პლა. შემ­თხვე­ვა რამ­დე­ნი­მე დღოს წინ მოხ­და. ავ­ტო­მო­ბი­ლი, რო­მელ­საც ახალ­გაზ­რდა მარ­თავ­და, ბოძს შე­ე­ჯა­ხა. გი­ორ­გი კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცა მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა.

გი­ორ­გი გუ­ჯა­ბი­ძე ცნო­ბი­ლი მთამ­სვლე­ლის ბი­ძი­ნა გუ­ჯა­ბი­ძის ძმის­შვი­ლი იყო. გი­ორ­გი ყო­ფი­ლი ფეხ­ბურ­თე­ლია, "გუ­რი­ას" ჭა­ბუკ­თა გუნ­დე­ბის ღირ­სე­ბას წლე­ბის მან­ძილ­ზე იცავ­და. რო­გორც ახ­ლობ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, სპორ­ტუ­ლი მე­დი­ცი­ნა აინ­ტე­რე­სებ­და. ავ­ტო­მო­ბი­ლი ტრა­გე­დი­ამ­დე ცოტა ხნით ადრე შე­ი­ძი­ნა.

ბი­ძი­ნა გუ­ჯა­ბი­ძის მე­უღ­ლე მა­რი­ნე ბე­რი­ძე გარ­დაც­ვლი­ლი ახალ­გაზ­რდას შე­სა­ხებ წერს:

"ჩემი სახ­ლი­დან გა­გა­ცი­ლე ახა­ლი მან­ქა­ნით. 10 დღე გეყო მხო­ლოდ სი­ხა­რუ­ლად... ჩემ­გან მო­უ­ფე­რე­ბე­ლო, წე­სი­ე­რად ვერ­გაც­ნო­ბი­ლო, უცებ გაზ­რდი­ლო ვაჟ­კა­ცო. ბავ­შვი მე­გო­ნე ისევ. ისევ შენი ბავ­შვუ­რი ტი­კტი­კი მეს­მის. ყვე­ლა­ფე­რი წინ მე­გო­ნა ჩვენს ურ­თი­ერ­თო­ბა­ში. მა­მა­შე­ნი შენ­ზე პა­ტა­რა დამ­ხვდა. მისი თა­ნად­გო­მა, მისი ფეხ­ზე დგო­მა ჩემი ცხოვ­რე­ბის ერთი საყ­ვა­რე­ლი მო­ტი­ვი იყო. ყო­ველ­თვის ღირ­სე­ბით სავ­სემ, ნახე რა ბიჭი გაგ­ზარ­და! არ ვიცი, რგორ ვნა­ხავ დე­და­შენს და რას ვე­ტყვი ნუ­გე­შად.

ორი ოჯა­ხის "სან­ჩხვე" იყა­ვი. შენ დარ­ჩი მანდ სატ­რი­ა­ლოდ, მტრის და მოყ­ვა­რის­თვის პა­სუ­ხის გა­სა­ცე­მად. ნა­თელ გზა­ზე იარე, პა­ტა­რა! ჩემო კუ­ლუ­ლე­ბი­ა­ნო ან­გე­ლო­ზო. მე კი სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე მე­ყო­ფა სა­ნა­ნებ­ლად, რომ რო­გორც გე­კუთ­ვნო­და, ის ყუ­რა­დღე­ბა ვერ და­გით­მე, ვერ მო­გე­ფე­რე, ვერ გა­და­გე­ფა­რე".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×