რეზონანსი
21.10.2023

პალესტინელების ძალადობრივი ან შიდა გადასახლება ომის დანაშაული იქნება. როგორც Reuters-ი წერს, ამის შესახებ იორდანიის მეფემ ეგვიპტეში მიმდინარე სამშვიდობო სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ამასთან, აბდულა მეორე ღაზის სექტორში ომის დაუყოვნებლივ დასრულებისა და სწრაფი ჰუმანიტარული დახმარების მოწოდებით გამოვიდა.

მანამდე ეგვიპტემ და სხვა არაბულმა ქვეყნებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ პალესტინელი დევნილების მასობრივი გადინება სხვა ქვეყნებში მიუღებელი იქნებოდა.

ეგვიპტეში ისრაელსა და „ჰამასს" შორის ომის შესახებ სამშვიდობო სამიტი მიმდინარეობს, რომელსაც მსოფლიოს 20-ზე მეტი სახელმწიფოს ლიდერი ესწრება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×