რეზონანსი
21.10.2023

ავიაკომპანია Red Wings-მა მოსკოვიდან ბათუმის მიმართულებით ფრენების დაწყება დააანონსა. უკვე ცნობილია, რომ პირველი რეისი 3 ნოემბერს შესრულდება.

3 ნოემბრისთვის ბილეთის შეძენა კომპანიის საიტზე უკვე შესაძლებელია და ის 247 დოლარად არის შესაძლებელი. ცნობისათვის, მომდევნო რიცხვებში ფრენის ფასი მკვეთრად კლებულობს და ის 123 დოლარიდან 193 დოლარამდე მერყეობს.

შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად ფრენები „დომოდედოვოს" აეროპორტიდან საქართველოს მიმართულებით კვირაში სამჯერ განხორციელდება, მოგვიანებით კი მათი სიხშირე 5-მდე გაიზრდება.

წყარო: bpn.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×