რეზონანსი
19.10.2023

„გირჩის" წევრმა, იაგო ხვიჩიამ მედიის წარმომადგენლებს იდიოტები უწოდა. დეპუტატმა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე თქვა, რომ ჟურნალისტები პარლამენტში „დაბოდიალობენ", სხვა „პრიორიტეტები აქვთ" და ვერ ხვდებიან, რომ ხელისუფლება მედიის თავისუფლებას ზღუდავს. ამ განცხადებას სხდომაზე ურთიერთშელაპარაკება მოჰყვა.

„ნუ გადახვალთ შეურაცხყოფაზე ვისაც არ უნდა ეხებოდეს. არ მოგცემთ იმის შესაძლებლობას, ასე გააგრძელოთ. მით უფრო, რომ კომიტეტის წევრი საერთოდ არ ბრძანდებით. ძალიან გთხოვთ, ბოდიში მოიხადეთ", - მიმართა დავით სონღულაშვილმა იაგო ხვიჩიას.

„მე თქვენთვის შეურაცხყოფა არ მომიყენებია, ნორმალურები თუ ხართ კაცო. თქვენ ვინ ხართ რომ მე ბოდიშს მახდევინებთ?! ვინ ხარ, ვის ვაყენებ შეურაცხყოფას, ადამიანი მითხარი, რომელიც აქ ზის?! იდიოტიზმია თავისი შინაარსით, რომ თქვენ რომელიც ზღუდავთ მედიის თავისუფლებას ახლა, ვითომ გულშემატკივარი ხართ მედიის და მე ვებრძვი მათ. აი ამ იდიოტიზმს რომ მედია ვერ ხვდება, რომ თქვენ რასაც ახლა აქ აკეთებთ სინამდვილეში ვითომ კეთილშობილური სიტყვებით, ვითომ რაღაც რეკომენდაციით, ვითომ რაღაც სისულელით და ვერცერთი მედიის წარმომადგენელი ამას ვერ ხვდება, რომ ხვალ გაუთიშავენ მაუწყებლობას, რომ რაღაც სიტყვა არ მოეწონათ. იდიოტები ხართ ამას რომ ვერ ხვდებით ქართულო მედია", - განაცხადა ხვიჩიამ სხდომაზე, რის შემდეგაც დარბაზი დატოვა.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებებს განიხილავდნენ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×