რეზონანსი
19.10.2023

პოლიტიკური ჯგუფის, „ევროოპტიმისტების“ წევრი ხატია დეკანოიძე არ გამორიცხავს, რომ პრეზიდენტის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნაც დაიწყოს.

„არ გამიკვირდება, რომ პრეზიდენტის მიმართ სისხლის სამართლის დევნა დაიწყონ, რა მუხლით? ეგ არ ვიცი. ვიზიტით წავიდა, ფული გაფლანგა, როგორც ხდება-ხოლმე და იყენებენ სამართლებრივ მექანიზმებს - არ გამოვრიცხავ რომ ეს მოხდეს. ეს ახლა ძალიან ზედმეტი იქნება „ქართული ოცნებისთვისაც“ კი, მაგრამ ვნახოთ. დაველოდოთ, ყოველ შემთხვევაში ყველაფერი შესაძლებელია“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი ჩავარდა. სალომე ზურაბიშვილის თანამდებობიდან გადაყენებას 86-მა დეპუტატმა მისცა ხმა, ხოლო ერთი წინააღმდეგ წავიდა. კენჭისყრა ფარული წესით ჩატარდა. პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის 100 დეპუტატის ხმა იყო საჭირო. რეგისტრაცია კი 90-მა დეპუტატმა გაიარა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×