რეზონანსი
18.10.2023

როცა პრეზიდენტი ბედავს და საქართველოს პარლამენტში დეპუტატების კითხვებს აბუჩად იგდებს, სულ ცოტა, პრეზიდენტის სავარძელს არ იმსახურებს, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის" ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს კონსტიტუციამ პრეზიდენტი კუთხეში მიაყენა და ღირსება აღიდგინა.

„საქართველოს კონსტიტუციამ პრეზიდენტი კუთხეში მიაყენა და ღირსება აღიდგინა. პრეზიდენტი ყველა კონსტიტუციურ ორგანოსთან კონფლიქტშია - ამბობს, რომ ქვეყანაში არ არის დემოკრატია და არც ერთი ინსტიტუტი არ არის დამოუკიდებელი, გარდა პრეზიდენტის ინსტიტუტისა.

როცა პრეზიდენტი ბედავს და საქართველოს პარლამენტში დეპუტატებს უთითებს, თუ ვინ უნდა შევიდეს და ვინ - არა. აბუჩად იგდებს მათ კითხვებს, მათ შორის ოპოზიციონერებისას; პასუხს არ სცემს მათ და დარბაზში დამცინავად შედის და გამოდის, ეს ზუსტად იმას ნიშნავს, რომ სულ ცოტა, პრეზიდენტის სავარძელს არ იმსახურებს", - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×