რეზონანსი
18.10.2023

ფაქტია, რომ ჩვენ გვყავს პრეზიდენტი, რომელსაც ძალიან მძიმე ტვირთის ტარება მოუწევს - ის არის კონსტიტუციის დამრღვევი, - ამის შესახებ „ქრონიკის" ეთერში ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც არ აქვს არანაირი ლეგიტიმაცია, იწოდებოდეს საქართველოს პრეზიდენტად, დგას „ნაცმოძრაობის" ალიანსში. დღევანდელმა დღემ საზოგადოებისთვის ძალიან ბევრი ფაქტობრივი გარემოება აჩვენა. ხაზგასასმელია ის, რომ ამ პროცესში მთავარი შედეგი იქნებოდა ღირებულებითი არჩევანის გაკეთება. ფაქტია, რომ ჩვენ გვყავს პრეზიდენტი, რომელსაც ძალიან მძიმე ტვირთის ტარება მოუწევს - ის არის კონსტიტუციის დამრღვევი. არანაკლებ მნიშვნელოვანია ისიც, რომ სალომე ზურაბიშვილი უმადურია საკუთარი ამომრჩევლებისა და მხარდამჭერების მიმართ. მან დღეს არ გასცა პასუხი მთავარ კითხვას, რომელიც მას მამუკა მდინარაძემ დაუსვა - კონკრეტულად რას საუბრობდა ის, როდესაც მიდიოდა ვოიაჟებით სხვადასხვა ქვეყანაში და უჭერდა თუ არა მხარს ჩვენს ქვეყანას და, მისი აზრით, საქართველო იმსახურებს თუ არა კანდიდატის სტატუსს. ამ კითხვაზე პასუხისგან გაქცევით პრეზიდენტმა რეალურად თქვა, რომ მისი ვოიაჟი ემსახურებოდა ერთადერთ მიზანს - ეს იყო საქართველოს ევროპული არჩევანის საბოტაჟი", - აცხადებს იონათამიშვილი.

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხი ჩავარდა, რადგან კენჭისყრაზე პრეზიდენტის გადაყენებისთვის საჭირო ხმები ვერ მოგროვდა.

საქართველოს პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია - ეს გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინებასთან დაკავშირებით 2023 წლის 16 ოქტომბერს გამოაცხადა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×