რეზონანსი
10.10.2023

ჩოხატაურის ერთ-ერთ სოფელში დაიტბორა საბავშვო ბაღის შენობა, რის გამოც სასწავლო პროცესი შეწყდა.

„ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში ჩამოწვა მეწყერი რამაც დააზიანა როგორც პირად საკუთრებაში არსებული ნაკვეთები, ასევე, ზოგადად საგზაო ინფრასტრუქტურა. ცუდი მდგომარეობაა სოფელ წიფნაგვარაში, სადაც მისასვლელიც არ არის. ერკეთში პრაქტიკულად პარალიზებულია სწავლა, საბავშვო ბაღი არ ფუნქციონირებს. ბუთურში არის სავალალო მდგომარეობა ასევე“, – განაცხადა "გურიანიუსთან" ჩოხატაურის საკრებულოს წევრმა ბაჩო ახალაძემ.

ადგილობრივი, ნანა ცხოიძე ამბობს, რომ ძირითადად დაზიანდა ინფრასტრუქტურა, გზაზე კი შვავია ჩატანილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×