|

"ჩვენ რა შუაში ვართ... არ ვიცოდი, ამ გოგოს ქორწილი თუ ჰქონდა და არ უნდოდა, ადრეული ქორწინება აქ ხშირია", - ამბობს მოკლული 14 წლის გოგოს აითაჯ შახმაროვას ბიძა. მისი თქმით, საქმესთან დაკავშირებით ინფორმირებული არც სკოლის დირექტორი ყოფილა. "ჩემი მეუღლე გყავთ დაკითხვაზე წაყვანილი, 10 წლის ბავშვი ჰყავს სახლში დატოვებული ასე როგორ შეიძლება..პოლიციისთვის არ მიგვიმართავს ამ გოგოს დედაც ჰყავს და მამაც. ჩვენ რა შუაში ვართ. მე თბილისში ვარ ხოლმე, მე არ ვიცოდი ამ გოგოს ქორწილი თუ ჰქონდა და არ უნდოდა.ადრეული ქორწინება აქ ხშირია. სკოლის დირექტორმა მგონი არც იცის რა ხდება, ეს გოგო სკოლაში არ დადიოდა. ძმა ჰყავს და არც ის დადიოდა სკოლაში" - ამბობს მოკლული გოგოს ბიძა. რაც შეეხება სკოლის დირექტორს, მისივე თქმით, სკოლას 300 ბავშვი ჰყავს და შეუძლებელია, მასწავლებელმა და დირექტორმა, თითოეული ბავშივი ოჯახური მდგომარეობა იცოდეს. "რა ორი თვეა (ბავშვის) ნიშნები ხომ არ წერია და ახლა 300 ბავშვი მყავს სკოლაში, თითოეული ბავშვის ოჯახში რა ხდება, მასწავლებელმა და სკოლის დირექტორმა როგორ უნდა გაიგოს," - ამბობს სკოლის დირექტორი. არასრულწლოვნის მკვლელობაში მხილებული კაცი პოლიციას ჯერ ისევ არ დაუკავებია. ალიმ ასლანოვს სამართალდამცავები მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებენ. მკვლელობა სოფელ ლამბალოში გუშინ მოხდა. ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობისგან 14 წლის გოგონა ადგილზე დაიღუპა. მოკლული არასრულწლოვანი წარმოშობით დმანისის სოფელ მამიშლარიდან იყო. ის 2 თვეა რაც მოიტაცეს. ამ ფაქტის შესახებ ინფორმირებული იყო ოჯახიც, სკოლაც, განათლების რესურს ცენტრიც, თუმცა უკანონობაზე ხმა არავის ამოუღია. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 109-ე მუხლით დაიწყო.
|
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|