|

ნატოს საპარლამენტო ასამბლეა ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის მიერ საზღვაო ბაზის მშენებლობას გმობს , - ამის შესახებ საუბარია ნატოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში სახელწოდებით, „შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცება უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო შეჭრის შემდეგ". ნატოს საპარლამენტო ასამბლეა გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაციას და აღნიშნავს, რომ რუსეთის ეს ნაბიჯი მეტყველებს იმ საფრთხეზე, რომელსაც იგი ევროატლანტიკურ სივრცეში მშვიდობასა და სტაბილურობას უქმნის. ასამბლეის აზრით, რუსეთის განზრახვა, რომ საზღვაო ბაზა ააშენოს ოჩამჩირეში, რომელიც რუსეთის მიერ უკანონოდ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიაზე მდებარეობს, შავი ზღვის რეგიონის სამომავლო დესტაბილიზაციის საშიშროებას ქმნის. რეზოლუცია კიდევ ერთხელ ადასტურებს ასამბლეის მხარდაჭერას ნატოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების მიმართ, რომლის მიხედვითაც საქართველო აუცილებლად უნდა გახდეს ნატოს წევრი სახელმწიფო. ნატოს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს წევრ სახელმწიფოებს, განაგრძონ საქართველოს მხარდაჭერა და დემოკრატიული რეფორმების გზით ხელი შეუწყონ ნატოში მის გაწევრიანებას.
|
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|