|

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევასთან დაკავშირებით ოპოზიციას მიმართა.
პაპუაშვილმა მოუწოდა ოპოზიციას, თავისი წვლილი შეიტანონ 12 რეკომენდაციის შესრულებაში. „კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ კენჭსაყრელ საკითხებს შორის არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევა და უკვე მერამდენედ მივმართავ ოპოზიციის წარმომადგენლებს: არცერთ ამ ოთხ კანდიდატთან დაკავშირებით არ გამოთქმულა არც საჯაროდ, არც გასაუბრებების დროს რაიმე პრინციპული, უარყოფითი პოზიცია. ერთადერთი, რაც აკლია ამ საკითხს, არის ოპოზიციის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ ხელი შეუწყონ 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთის შესრულებას. როგორც იცით, ჩვენ სამი არამოსამართლე წევრი უკვე ავირჩიეთ საგაზაფხულო სესიაზე, რაც ევროკომისიამ მოიწონა, ჩათვალა უკვე ნაწილობრივ შესრულებულად და გვითხრა, რომ შემდეგი ორიც ავირჩიოთ. კანდიდატები არის, ყველაფერი ახლა ოპოზიციაზეა დამოკიდებული, რადგან მათი ხმებია საჭირო, რომ მოხდეს წევრების არჩევა. კიდევ ერთხელ მივმართავ ოპოზიციას, თავისი წვლილი შეიტანონ 12 რეკომენდაციის შესრულებაში", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. პარლამენტის ინფორმაციით, პლენარულ სხდომებზე განსახილველ საკითხებს დაემატა რამდენიმე კანონპროექტი და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 2022 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში. ბიურომ ასევე იმსჯელა ახალ საკანონმდებლო ინიციატივებზე და საკითხების განხილვისთვის წამყვანი და სავალდებულო კომიტეტები განსაზღვრა
|
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|