რეზონანსი
06.10.2023

ახლა ვუსმენდით ნაციონალური ტრაგედიის წარმომადგენელს, გიორგი ვაშაძეს, რომელიც ყელმოღერებით, გამოდიოდა თითქოს დიდი მხარდამჭერი იყოს ან პენსიონერების ან სოციალურად დაუცველების, ეს ადამიანი იყო იუსტიციის სამინისტროს მაღალჩინოსანი, როდესაც პენსიონერებს 150%-იანი სესხი გაუხადეს, ღიმილიანი საქართველო რომ დაარქვეს და კბილები დააძრეს პენსიონერებს, ის იყო ერთ-ერთი ავტორი, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ პარლამენტის სხდომაზე გიორგი ვაშაძის მისამართით.

მისივე თქმით, გიორგი ვაშაძე პარლამენტში 5 კაცით შემოვიდა, ყველა გაექცა და მხოლოდ ერთი წევრი დარჩა.

„ვაშაძე 5 კაცით შემოვიდა პარლამენტში და მხოლოდ ის შემორჩა, მსხვერპლი რომ ჰყავს - პაატა მანჯგალაძე. დანარჩენი დაეშალა, ახლა გადაბარგდა „ნაცებში“ და ხაბე ჩააჩოჩა. ახლა კი უნდა, იმ ჯიგარს, ევროპელებს რომ ძარცვავს, ხელისუფლებაში მოვიდეს. ერთმანეთს რომ არ ენდობიან ისეთი ხალხია“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

მისივე შეფასებით, პოპულისტებს არასდროს მისცემენ საშუალებას საზოგადოება მოატყუონ. „ამათი დრო წასულია“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×