|

რუსეთის დანაშაულებრივ ქმედებებზე, რაც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე სამხედრო ბაზების გაფართოებას უკავშირდება, შეშფოთებას ვეღარც "ქართული ოცნება" მალავს. პარტიის თავმჯდომარემ დღეს თქვა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას სრულად იზიარებს. საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ოფიციალური განცხადება. პირველი, ვინც უნდა რეაგირებდეს ასეთ მიუღებელ ნაბიჯებზე, არის საგარეო საქმეთა სამინსტრო და ეს ოფიციალური განცხადებას რაც ნიშნავს მთავრობის განცხადებას, ხელისუფლების პოზიციას. სრულად ვიზიარებ ამ შეშფოთებას, რომელიც არის გამოხატული საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, - ამბობს ირაკლი კობახიძე. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის სამხედრო ბაზების გაფართოების საკითხს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო განცხადებით ეხმიანება. უწყება რუსეთის ქმედებებს საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის უხეშ დარღვევად და მორიგ პროვოკაციად აფასებს და მოუწოდებს ოკუპანტს, შეწყვიტოს საქართველოს განუყოფელი რეგიონების უკანონო ოკუპაცია.
|
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|