რეზონანსი
03.10.2023

ამ პროცესზე პრეზიდენტი იქნებოდა ისეთივე მძიმე მდგომარეობაში, როგორც დღეს არიან მისი წარმომადგენლები, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში, პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინების განხილვისას დასრულების შემდეგ მედიასთან განაცხადა.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილისთვის მიუღებელი იყო ამ მდგომარეობაში ყოფნა და, სწორედ, ამიტომ არ ჩავიდა ბათუმში

„ამ პროცესზე პრეზიდენტი იქნებოდა ისეთივე მძიმე მდგომარეობაში, როგორც დღეს არიან მისი წარმომადგენლები. ვხედავთ, რომ ისინი არიან ძალიან უხერხულ მდგომარეობაში. აბსურდის მტკიცება უწევთ. ძალიან მძიმეა მათი მდგომარეობა, შესაბამისად შევდივარ მათ მდგომარეობაში. პრეზიდენტი თვითონ, რომ ჩამოსულიყო ბუნებრივია თვითონ მოუწევდა ამ მდგომარეობაში ყოფნა, რაც მისთვის იყო მიუღებელი და, სწორედ, ამიტომ არ ჩამოვიდა",- განაცხადა კობახიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×