რეზონანსი
03.10.2023

ოქტომბერ-დეკემბერში დაგეგმილია აქციები. შესაბამისად, ვალდებული ვართ, როგორც საკანონმდებლო, ასევე პრაქტიკულ დონეზე არეულობის პრევენცია მოვახდინოთ, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

აღნიშნული კომენტარით მდინარაძე შეკრებისა და მანიფესტაციების დროს დროებითი კონსტრუქციების მოწყობასთან დაკავშირებით კანონის გამკაცრებას გამოეხმაურა.

„ვინც ეწინააღმდეგება კანონპროექტს, ის მხარს უჭერს კარვებში ათობით ადამიანის სიკვდილს, აფეთქებას და იმ გეგმას, რაც სუს-მა გაახმოვანა და უკვე დიდწილად დადასტურდა. თუ იქნება კონკრეტული გარემოება, კარვის დადგმა, ამ შემთხვევაში იქნება აკრძალული. სხვა არაფერი იკრძალება. თუ ამას ეწინააღმდეგები, სულ მცირე, მოსურნე ხარ, თანამზრახველი, თანამონაწილე, რომ ადამიანები ააფეთქონ და ადამიანების გარდაცვალებაზე რევოლუციური გეგმა გავიდეს", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონში ცვლილება პირველი მოსმენით დაჩქარებული წესით განიხილა. კანონპროექტის თანახმად, ზუსტდება „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონით გათვალისწინებული ამკრძალავი ხასიათის ღონისძიებები.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×