რეზონანსი
26.09.2023

"რა თქმა უნდა, გამომდინარე იქიდან, რომ კვლევით ორგანიზაციაში ვიყავით, გვქონდა შესაძლებლობა უფრო მეტად წავსულიყავით სიღრმეებში და, მათ შორის ბოლო 15 წლის განმავლობაში ევროკავშირის მხრიდან წარმოებული პოლიტიკა რუსეთის მიმართ გაგვეანალიზებინა" - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა რუმინეთში ვიზიტისას განაცხადა, რა დროსაც ევროატლანტიკური მედეგობის ცენტრში იმყოფებოდა.

„სამწუხაროდ, ევროკავშირი რუსეთის საკითხს დიდი ხნის განმავლობაში ძალიან ვიწრო პერსპექტივიდან უყურებდა. გვახსოვს, რომ 2008 წლის ომის შემდეგ მალევე მოხდა გადატვირთვა რუსეთთან [ურთიერთობების], სხვადასხვა პროექტის დაწყება, წითელ მოედანზე აღლუმებში მონაწილეობას იღებდნენ ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლები. ეს ყველაფერი ხდებოდა იმის ფონზე, როდესაც საქართველო, 2008 წლის შემდეგ განსაკუთრებით, ვაფრთხილებდით ევროპას, რომ ამით არ შეჩერდება რუსეთის აგრესია. 2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდეგ უკვე საქართველო და უკრაინა ერთად ვაფრთხილებდით ევროპას და, სხვათა შორის, აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებიც, მათ შორის რუმინეთი იყო ქვეყანა, რომელიც აფრთხილებდა ევროკავშირს, რომ ამით არ გაჩერდებოდა რუსეთის ე.წ. საგარეო პოლიტიკა მეზობლების მიმართ. 2022 წელს მთელი სიმძიმით იგრძნო ეს ევროკავშირმა და მნიშვნელოვანია, რომ ახლა უფრო ფართოდ შეხედოს ამ საკითხს, უფრო სტრატეგიულად გაიაზროს საკუთარი როლი რეგიონში და ამ კონტექსტში დაინახოს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი. ეს არ არის მხოლოდ ამა თუ იმ რეკომენდაციაზე საუბრის თემა და ამა თუ იმ ტექნიკური პირობის დაკმაყოფილება/არდაკმაყოფილების საკითხი. ეს არის სტრატეგიული პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც ევროკავშირმა უნდა მიიღოს და ეს არის ჭეშმარიტების ის მომენტი, რომელიც ევროკავშირს ახლა უდგას წინ. სამწუხაროდ, შარშან ივნისში ევროკავშირმა ეს მომენტი არ გამოიყენა და იმედი გვაქვს, რომ წელს ევროკავშირი ამ მომენტის სრული გააზრებით მიიღებს გადაწყვეტილებას საქართველოსთან დაკავშირებით", - განაცხადა პაპუაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×