რეზონანსი
26.09.2023

26 სექ­ტემ­ბერს, გამ­თე­ნი­ას, ქა­ლაქ ბოლ­ნის­ში უმ­ძი­მე­სი და­ნა­შა­უ­ლი მოხ­და. 40 წლამ­დე ასა­კის მა­მა­კაც­მა შე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე და­ნით ჯერ მე­უღ­ლე მოკ­ლა, შემ­დეგ თვით­მკვლე­ლო­ბა სცა­და. ამ შემ­ზა­რავ ფაქტს მათი არას­რულ­წლო­ვა­ნი შვი­ლე­ბი შე­ეს­წრნენ. რო­გორც ჩანს, ერთ-ერთი ბავ­შვი ცდი­ლობ­და მო­ჩხუ­ბა­რი მა­მის გა­ჩე­რე­ბას, რა დრო­საც მან და­ზი­ა­ნე­ბა ფე­ხის არე­ში მი­ი­ღო, სა­ბედ­ნი­ე­როდ, ბავ­შვე­ბის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა.

სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი და ექ­სპერტ-კრი­მი­ნა­ლის­ტე­ბი შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე დიდ­ხანს მუ­შა­ობ­დნენ. ქალი ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. ცხე­და­რი ექ­სპერ­ტი­ზა­ზე გა­და­ას­ვე­ნეს, რაც შე­ე­ხე­ბა მა­მა­კაცს, ის სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დამ კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნა.

უფრო მეტი დე­ტა­ლის შესახებ მე­რიის წარ­მო­მად­გე­ნელი, ქა­ლაქ ბოლ­ნი­სის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ ერ­თე­ულ­ში, დი­მიტ­რი მო­დე­ბა­ძეს საუბრობს:

"დიდი უბე­დუ­რე­ბა დატ­რი­ალ­და, გამ­თე­ნი­ას, და­ახ­ლო­ე­ბით 4 სა­ათ­ზე მოხ­და ეს სა­ზა­რე­ლი მკვლე­ლო­ბა. მოკ­ლუ­ლია 40 წლამ­დე ასა­კის ქალ­ბა­ტო­ნი, და­ზი­ა­ნე­ბე­ბით კლი­ნი­კა­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი მისი მე­უღ­ლე. ჩემი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მე­უღ­ლის მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ, მან თვით­მკვლე­ლო­ბა სცა­და და ამ­ჟა­მად რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბა. შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ ექ­სპერტ-კრი­მი­ნა­ლის­ტე­ბი.

იქ შე­სუ­ლებს უმ­ძი­მე­სი სუ­რა­თი დაგ­ვხვდა. ახალ­გაზ­რდა ქალი ად­გილ­ზე იყო გარ­დაც­ვლი­ლი. სის­ხლის გუ­ბე­ში იწვა. შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის ამო­ღე­ბა მოხ­და. ამ პრო­ცესს რო­გორც მოწ­მე ვეს­წრე­ბო­დი, ამო­ი­ღეს მკვლე­ლო­ბის ია­რა­ღი - დანა. კომ­პე­ტენ­ტურ ორ­გა­ნო­ებს მი­მარ­თეთ და ძა­ლო­ვა­ნი უწყე­ბა გე­ტყვით საქ­მის დე­ტა­ლებს. რო­გორც ვიცი, მათ 4 წე­ლია ნა­ქი­რა­ვე­ბი ჰქონ­დათ ბინა ბოლ­ნის­ში. ეროვ­ნე­ბით სომ­ხე­ბი არი­ან, ახალ­ცი­ხი­დან. არ ვიც­ნობ­დი არც გო­გოს და არც მის მე­უღ­ლეს. ორი შვი­ლი ჰყავთ. ბოლ­ნი­სის სკო­ლა­ში და­დი­ან. რო­გორც მე­ზობ­ლე­ბის­გან ვიცი, მოკ­ლუ­ლი ქალ­ბა­ტო­ნი მუ­შა­ობ­და კორ­პუ­სის მიმ­დე­ბა­რედ ბენ­ზინ­გა­სა­მართ სად­გურ­თან არ­სე­ბულ ერთ-ერთ მა­ღა­ზი­ა­ში. მე­ზობ­ლე­ბის თქმით, წე­სი­ე­რი და კარ­გი ადა­მი­ა­ნი იყო. სა­ვა­რა­უ­დოდ, ოჯა­ხუ­რი კონ­ფლიქ­ტის ნი­ა­დაგ­ზე მოხ­და ეს სა­ში­ნე­ლი ამ­ბა­ვი, ბავ­შვე­ბის თვალ­წინ. ბავ­შვს ფეხ­ზე აქვს მცი­რე და­ზი­ა­ნე­ბა, შვი­ლი, სა­ვა­რა­უ­დოდ, აშ­ვე­ლებ­და... დე­ტა­ლებ­ზე ვერ ვი­ლა­პა­რა­კებ, რად­გან არ ვიცი. ბავ­შვი გა­მო­კი­თხვა­ზე წა­იყ­ვა­ნა პო­ლი­ცი­ამ და ალ­ბათ ის იტყვის უფრო მეტ დე­ტალს. შე­მიძ­ლია და­გი­დას­ტუ­როთ, რომ მკვლე­ლო­ბის ია­რა­ღი ამო­ი­ღეს და ოთახ­ში იყო ცხე­და­რი. მა­მა­კა­ცი გა­დაყ­ვა­ნი­ლია კლი­ნი­კა­ში. ბავ­შვს ფეხი შეხ­ვე­უ­ლი ჰქონ­და. მოკ­ლუ­ლი ქალი, ჩემი ინ­ფორ­მა­ცი­ით, არის 1989 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი. ნა­ქი­რა­ვე­ბი სა­დაც ჰქონ­დათ ბინა, იქა­უ­რი მა­ცხოვ­რებ­ლე­ბის თქმით, გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი მა­მა­კა­ცი სა­მუ­შა­ოდ იყო სა­ზღვარ­გა­რეთ წა­სუ­ლი, მერე დაბ­რუნ­და და ბოლ­ნის­ში მუ­შა­ობ­და, კა­ფე­ლის ხე­ლო­სა­ნი იყო. ამ­ბო­ბენ, რომ ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­დათ და ცოლს სურ­და სა­ზღვარ­გა­რეთ სა­მუ­შა­ოდ წას­ვლა, რომ ამ პრობ­ლე­მის­თვის მი­ე­ხე­და. სა­ვა­რა­უ­დოდ, ეს გახ­და მათ შო­რის კონ­ფლიქ­ტის მი­ზე­ზი. ხმა­ურ­ზე მე­ზობ­ლე­ბი შე­ვიდ­ნენ ბი­ნა­ში და ეს უმ­ძი­მე­სი სუ­რა­თი დახ­ვდათ. სი­მარ­თლე იცი­ან შვი­ლებ­მა და ალ­ბათ ისი­ნი ეტყვი­ან გა­მო­ძი­ე­ბას. რაც შე­ე­ხე­ბა ბავ­შვებს, მათ ფსი­ქო­ლო­გე­ბი გა­უ­წე­ვენ შე­სა­ბა­მის დახ­მა­რე­ბას. მომ­ხდა­რის გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა, ვნა­ხოთ რას და­ად­გენს პო­ლი­ცია".

რო­გორც ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ნა­ცხა­დეს, მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის 11 პრი­მა 109-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს და ასე­ვე, გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს 11 პრი­მა 118-ე მუხ­ლით, რაც ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ ნაკ­ლე­ბად მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბას გუ­ლის­ხმობს.

წყარო: ambebi.ge

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×