რეზონანსი
26.09.2023

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის შეფასებით, სალომე ზურაბიშვილი თავისი ქმედებებით საერთო ჯამში აჩვენებს, რომ ჩვენ სახელმწიფო არ ვართ, არ ვმოქმედებთ კონსტიტუციისა და კანონების საფუძველზე, ესაა მისი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ.

„ეს არის ნიშანი, მათ შორის ჩვენი პარტნიორების მიმართ, რომ ჩვენს ქვეყანაში არა თუ კონსტიტუცია და კანონი არის მნიშვნელოვანი, არამედ ცალკეული ადამიანის სურვილი. თუ ადამიანი ჩათვლის, რომ მას აქვს რაღაც უფრო ზე მიზნები, ვიდრე ეს არის კონსტიტუცია, მას შეუძლია თავისუფლად დაარღვიოს კონსტიტუცია და ამაზე საჯაროდ თავიც კი მოიწონოს. აი ამ მესიჯით, როცა პრეზიდენტი ჩადის სხვა ქვეყანაში, რას იფიქრებს ის ქვეყანა?! რა ვართ ჩვენ?! როდესაც პრეზიდენტი კონსტიტუციას გადააბიჯებს, ამის შემდეგ შედეგი და მისი ქმედებების შინაარსიც არ იქნება ქართველი ხალხის სასარგებლო. “, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×