რეზონანსი
26.09.2023

სროლა სამტრედიაში - გავრცელებული ინფორმაციით, ანრი მილორავა ლევან მიგინეიშვილთან ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით მივიდა, ცეცხლი გახსნა და უმისამართოდ სროლა დაიწყო. ეზოში ამ დროს ბავშვები თამაშობდნენ.

ლევან მიგინეიშვილმა სახლში შესვლა მოასწრო, თუმცა მანამდე, გავრცელებული ინფორმაციით, ანრი მილორავამ 38 წლის მამაკაცს თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყა, შემდეგ კი ტერიტორიიდან გაქცევა სცადა. მიგინეიშვილმა მას სახლიდან გამოტანილი ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა და დაჭრა.

მოტივზე არც დაჭრილი ანრი მილორავას ოჯახი საუბრობს. ამბობენ, რომ ახალგაზრდა მამაკაცს მიგინეიშვილების მისამართით ცეცხლი არ გაუხსნია, რადგან ის შეიარაღებული არ იყო. ბებიის თქმით, მისი შვილიშვილი თავადაა თავდასხმის მსხვერპლი.

"კურიერის" ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცები ერთმანეთს იცნობდნენ, თუმცა ხშირი კონტაქტი არ ჰქონიათ. უთანხმოება მათ წარსულში, ყოფით ნიადაგზე მოუვიდათ.

26 მაისის ქუჩაზე მომხდარი ფაქტის შესახებ, სამტრედიაში ყველამ იცის, თუმცა დეტალებს არ ჰყვებიან. იხსენებენ, რომ თავდაპირველად, გასროლის ხმა გაიგეს, შემთხვევის ადგილას მისვლისას კი მათ დაშავებული ლევან მიგინეიშვილი და მუცლის არეში დაჭრილი ანრი მილორავა დახვდათ. სწორედ მეზობლებმა გამოიძახეს სამართალდამცველები და სასწრაფო დახმარების ჯგუფი.

ლევან მიგინეიშვილი სამართალდამცველებმა უკვე დააკავეს. ანრი მილორავას მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა და ის კვლავ საავადმყოფოში რჩება. ახალგაზრდა მამაკაცს ცეცხლნასროლი ჭრილობები სხეულის სხვადასხვა ადგილას აქვს მიყენებული. სამტრედიაში, 26 მაისის ქუჩაზე მომხდარ ფაქტზე, გამოძიება 117-ე მუხლით მიმდინარეობს.

რუსთავი 2

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×