რეზონანსი
25.09.2023

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში სამეზობლოსა და გაფართოების მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის (DG NEAR) გენერალურ დირექტორთან, ხერტ იან კოპმანთან შეხვედრა გამართა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს, კერძოდ ევროკომისიის 12 რეკომენდაციის განხორციელების მიმდინარეობას, განსაკუთრებით კი იმ პრიორიტეტებს, რაც განისაზღვრა უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელისა და DG NEAR-ის გენერალური დირექტორის, ხერტ იან კოპმანის საქართველოში ვიზიტის დროს.

„მინისტრმა გენერალურ დირექტორს მიაწოდა ამომწურავი ინფორმაცია იმ ნაბიჯებზე, რაც ბოლო პერიოდში გადაიდგა რეკომენდაციების შესრულებისთვის, როგორც საკანონმდებლო და ინსტიტუციური რეფორმების კუთხით.

გენერალურმა დირექტორმა დადებითად შეაფასა ქართული მხარის ძალისხმევა ამ პრიორიტეტების შესრულების პროცესში. მხარეებმა გამოთქვეს იმედი, რომ აღნიშნული ასახვას ჰპოვებს ევროკომისიის ანგარიშში.

შეხვედრაზე კიდევ ერთხელ კმაყოფილება გამოთქვეს ევროკავშირის მაღალი რანგის წარმომადგენელთა ვიზიტის გამო საქართველოში, რაც გახლდათ ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის მორიგი დემონსტრირებას", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მხარეები შეთანხმდნენ მჭიდრო თანამშრომლობაზე 12 პრიორიტეტის შესრულების მხრივ ინფორმაციასა და შეფასებების გაცვლის შესახებ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×