რეზონანსი
15.09.2023

პირველ რიგში, „ნაციონალური მოძრაობის" გადასაწყვეტია, ძველი სახეებიდან ვინ დაბრუნდება და ვინ არა, შემდეგ კი „ნაციონალური მოძრაობის" ამომრჩევლის მიერაა შესაფასებელი, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს პარტიის ერთობის გადარჩენის მცდელობაა.

„ასევე იმ განხეთქილების თავიდან აცილება, რომელიც არჩევნების შემდეგ პარტიაში არსებობს არა მხოლოდ ლიდერშიფის დონეზე, არამედ ქვედა დონეზეც. ვერ გეტყვით, რამდენად გამოუვა ეს პარტიას. პირველ რიგში, „ნაციონალური მოძრაობის" გადასაწყვეტია, ძველი სახეებიდან ვინ დაბრუნდება და ვინ - არა. შემდეგ კი ეს „ნაციონალური მოძრაობის" ამომრჩევლის მიერაა შესაფასებელი", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×