რეზონანსი
15.09.2023

„ნაცმოძრაობის" სიით პარლამენტში შემოსულმა ზოგიერთმა დეპუტატმა ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობა იგრძნო და რაღაც საკითხებზე ისეთი პოზიცია დაიკავეს, როგორც სახელმწიფოს ინტერესებში იყო, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, ამაზე ატყდა ისტერიკა და იყო სერიოზული ჯახი.

„მათ შორის ერთმანეთის ნდობა არ არსებობს. ჩვენს სიაში მყოფი ადამიანების ნდობა არ გვაქვსო, ხაბეიშვილმა განაცხადა. მათთან რა ნდობაზეა საუბარი? პარტიული სტრუქტურა არ არსებობს, რომ გარკვეული იდეის გარშემო ადამიანები გააერთიანონ. ხალხის ხედავს, რომ ისინი ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებენ და ამას „ქართულ ოცნებასთან" ბრძოლად წარმოაჩენენ", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

„ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, ფრაქცია პარლამენტში დაგეგმილ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×