რეზონანსი
14.09.2023

კონსტიტუციაზე მაღლა აყენებენ პირად და პოლიტიკურ მიზნებს, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა, ამირან სალუქვაძემ „ქრონიკაში" ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა. ანალიტიკოსი ვარაუდობს, რომ პრეზიდენტსა და ოპოზიციას შორის იმპიჩმენტთან დაკავშირებით გარიგება შედგა.

„როცა კონსულტაციები ჩატარდა და კონსულტაციების დასრულების თანვე ე.წ. პოლიტსაბჭო იკრიბება და იღებენ გადაწყვეტილებას, რომ არ შედიან პარლამენტში და არ აძლევენ ხმას იმპიჩმენტს, ე.ი რაღაც გარიგება მოხდა ხომ?! მაქვს ეჭვი, რომ ჩატარდება იმპიჩმენტის კენჭისყრა და რაღაც პერიოდის მერე ატყდება ახალი ყიჟინა სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით და პრეზიდენტი შეიწყალებს.", - განაცხადა ამირან სალუქვაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×