რეზონანსი
13.09.2023

ლიბიის ქალაქ დერნაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 5 300 ადამიანს მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ადგილობრივ ოფიციალურ წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.

"ზღვას მუდმივად ათობით ცხედარი გამოაქვს", - განაცხადა ლიბიის აღმოსავლეთის ადმინისტრაციის მინისტრმა ჰიშამ ჩკიუატმა.

გაეროს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმაციით, დაკარგულად მინიმუმ 10 000 ადამიანი ირიცხება, ხოლო 30 000 იძულებით გადაადგილებულად ითვლება.

"უბრალოდ ადამიანები გვჭირდება, რომელთაც სიტუაცია ესმით - ლოგისტიკური დახმარება, ძაღლები, რომლებსაც ადამიანების ყნოსვა და მიწისქვეშ მათი პოვნა შეუძლიათ. უბრალოდ ჰუმანიტარული დახმარება გვჭირდება, ადამიანები, რომლებმაც იციან რას აკეთებენ", - აცხადებს ერთ-ერთი ექიმის, რომელსაც BBC-ი ციტირებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×