რეზონანსი
13.09.2023

"აღნიშნული ექსპერტიზა სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს არ ჩაუტარებია", - ამის შესახებ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო წერს და ილიაუნის C კორპუსის ავარიულობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის, ბიუროს მიერ გაცემული დასკვნის თაობაზე, რომლის მიხედვითაც უნივერსიტეტის ერთ-ერთი შენობის ექსპლუატაცია საფრთხის შემცველია და საჭიროებს დემონტაჟს. საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, განვმარტავთ, რომ აღნიშნული ექსპერტიზა სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს არ ჩაუტარებია, - წერს უწყება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×