რეზონანსი
13.09.2023

მიხეილ სააკაშვილმა უნდა შეძლოს კვალიფიციური დახმარების მიღება კლინიკაში, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ოლექსანდრ შულგამ განუცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით კომუნიკაციის სტადია უცვლელია.

„ჩვენ გავგზავნეთ თხოვნა იმის შესახებ, რომ უკრაინელმა ომბუდსმენმა მოინახულოს მიხეილ სააკაშვილი. პასუხი დღემდე არ მიგვიღია. ისევ იქ ვრჩებით, სადაც ვიყავით. არცერთი ოფიციალური უწყებისგან არ მიგვიღია პასუხი. ჩვენ მივმართავთ იმის შესახებ, რომ უნდა იყოს ჰუმანიტარული აქტი. ბატონმა სააკაშვილმა უნდა შეძლოს კვალიფიციური დახმარების მიღება კლინიკაში", - განაცხადა ოლექსანდრ შულგამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×