რეზონანსი
13.09.2023

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, ლომჯარიას რომ წარმოაჩენ შუაშისტად, ეს უკვე მიუთითებს იმაზე, რომ აბსოლუტურად უსუსურები არიან დაგეგმვაში.

„ლომჯარიას რომ წარმოაჩენ შუაშისტად, რასაც აკეთებენ მათი პატრონები, ეს უკვე მიუთითებს იმაზე, რომ აბსოლუტურად უსუსურები არიან დაგეგმვაში. მერე ჩვენზე ბრაზდებიან, რატომ ვიგებთ არჩევნებს და რატომ აგებენ არჩევნებს ნაცები ყოველ ჯერზე. ლომჯარია რომ გამოგყავს და ამ მართლა ნაცს წარმოაჩენ შუაშისტად, რა თქმა უნდა, წაგებული დარჩები. ვის უნდა წაართვას ლომჯარიამ ხმები? მაქსიმუმ ხაბეიშვილს წაართვას. შესაბამისად, მუდმივად ცდებიან ისინი დაგეგმვაში და მერე ჩვენზე ბრაზდებიან, როდესაც დიდი უპირატესობით ვიგებთ არჩევნებს. 

რა თქმა უნდა, შემდეგ არჩევნებსაც დიდი უპირატესობით მოვიგებთ. ლომჯარია ბევრად უფრო სუსტი პროექტია, ვიდრე თავის დროზე „ლელო“ და გახარია იყო. ლომჯარია საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ურეიტინგო „ნაცია“. აქედან გამომდინარე, როგორი ასეთი პროექტებიც უნდა დააინიცირონ, დღეს ლომჯარია იქნება, ხვალ შეიძლება სხვა რომელიმე გვარი იყოს, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი წარუმატებლობისთვის არის განწირული. ვერ შეასაღებ ქართულ საზოგადოებას ლომჯარიას არანაცად და იმ ადამიანებს, რომლებიც მის გარშემო არიან დღეს შეკრებილი, ისინი არიან ჩვეულებრივი „ნაცები“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×