|

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელმა დღეს დაადასტურა, რომ პრემიერ-მინისტრის ჩარტერული რეისისთვის საბიუჯეტო სახსრები არ დახარჯულა. ანზორ ჩუბინიძის ინფორმაციით, თბილისი-მიუნჰენი-თბილისის ფრენისთვის, 34 000 ევროს ეკვივალენტი ლარში ტარიელ ღარიბაშვილმა წინასწარ ჩარიცხა. უწყების ხელმძღვანელი ამბობს, რომ ინფორმაცია დოკუმენტებითაც დასტურდება და პრემიერის მგზავრობის ხარჯები სრულად მის დეკლარაციაშიც აისახება. განმარტების მიუხედავად, ოპოზიციის ნაწილი მიიჩნევს, რომ კითხვებზე ამომწურავი პასუხები ვერ მიიღო. "ნაციონალური მოძრაობა" და "სტრატეგია აღმაშენებელი" პროკურატურას ისევ გამოძიების დაწყებას სთხოვენ, პარტია "ლელო" კი პარლამენტარ კოლეგებს მიმართავს, პრემიერის იმპიჩმენტს მხარი დაუჭირონ. გიორგი ვაშაძის პარტიისა და "ნაციონალური მოძრაობის" წევრების მხარდაჭერა "ლელოს" ინიციატივისთვის საკმარისი არ არის. პარლამენტის სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები კი პრემიერის იმპიჩმენტს არ ემხრობიან. მათი ნაწილი იმასაც ამბობს, რომ კანდიდატის სტატუსის მოლოდინში ეს მოთხოვნა ამ პროცესსაც დააზიანებს. მმართველი გუნდი ოპოზიციის მოთხოვნის უკან პრეზიდენტის იმპიჩმენტის გადაფარვის მცდელობას ხედავს. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ პრემიერის ფრენის შესახებ დეკლარაციაში დეტალური ინფორმაციაც მოხვდება და საქმის სამართლებრივ სარჩულზე საუბარი სპეკულაციურია. უმრავლესობის წევრები "ნაციონალურ მოძრაობასა" და მის თანამოაზრეებს წარსულს და ყოფილი პრეზიდენტის მხრიდან საბიუჯეტო თანხების პირადი მიზნებისთვის გამოყენებასაც ახსენებენ. ჩარტერული რეისით თბილისიდან მიუნჰენის მიმართულებით პრემიერის აგვისტოში ისარგებლა. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებით გაირკვა, რომ პრემიერის მგზავრობისთვის თანხა კერძო პირმა - პრემიერის მამამ გადაიხადა და ფრენისთვის საბიუჯეტო სახსრები არ დახარჯულა.
|
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|