რეზონანსი
10.09.2023

10 წლის ლერი შაინიძე, რომელსაც მთელი საქართველო გულშემტკვირობდა, საბედნიეროდ უკვე კონტაქტურია. ამის შესახებ ინფორმაცია თიკო აბაშიძემ მოგვაწოდა. მისი თქმით, ბავშვი რენიმაციულ განყოფილებაში მამამ მოინახულა.

შეგახსენებთ, უბედური შემთხვევა ხელვაჩაურში სამი დღის წინ მოხდა. 10 წლის ლერიმ ქუჩაში გადაგდებული ფეიერვერკი იპოვა, მისი ანთება სცადა, ამ დროს ხელში აუფეთქდა და ბავშვმა უმძიმესი დაზიანებები მიიღო. სამწუხაროდ, ცალი თვალი დაკარგა, ჰქონდა ყბა-სახის მოტეხილობები. მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ თბილისში, რეანიმობილით გადმოიყვანეს. ექიმები ელოდებოდნენ მდგომარეობის დასტაბილურებას, რომ პატარა ბიჭისთვის გადაუდებელი ოპერაციები ჩაეტარებინათ.

მას ოპერაციას ექიმები 9 საათის განმავლობაში უტარებდნენ.. ოპერაციას ბავშვმა გმირულად გაუძლო, სამწუხაროდ მარჯვენა თვალის სრული ამოკვეთა მოხდა, მარცხენა თვალზე ხანგრძლივი რეაბილიტაციის და მკურნალობის შემდეგ მხედველობა დაუბრუნდება.

კვირის პალიტრა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×