რეზონანსი
09.09.2023

აფრიკის კავშირი „დიდი ოცეულის" მუდმივი წევრი გახდა. გადაწყვეტილება „დიდი ოცეულის" სამიტის ფარგლებში მიიღეს, რომელიც ინდოეთის დედაქალაქში დღეს დაიწყო.

ორდღიან სამიტზე მსოფლიო ლიდერები მდგრად განვითარებაზე, კლიმატურ ცვლილებებსა და გეოპოლიტიკურ საკითხებზე იმსჯელებენ.

სამიტზე არ მიუწვევიათ უკრაინა, რუსეთს კი, პუტინის ნაცვლად, საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი წარმოადგენს. სამიტს ესწრება შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×