რეზონანსი
09.09.2023

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სტატისტიკის თანახმად, 2023 წლის II კვარტალში ქვეყნის მასშტაბით ჯამში 28 682 სამაშველო მოქმედება განხორციელდა.

ამავე ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში სამსახურის მხრიდან რეაგირებული ინციდენტების რაოდენობა 37 493-ს შეადგენს. მეხანძრე-მაშველებმა 2 837 სპეციალური დავალება შეასრულეს.

წლის II კვარტალში ქვეყანაში ხანძრებისა და წაკიდებების 5 974 ფაქტი დაფიქსირდა.

ყველაზე მეტი სამაშველო ღონისძიება თბილისში, იმერეთსა და აჭარაში ჩატარდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×