რეზონანსი
09.09.2023

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მაროკოს მოსახლეობას მიწისძვრის შედეგად ასობით ადამიანის დაღუპვის გამო სამძიმარს უცხადებს.

ირაკლი ღარიბაშვილი სტიქიის შედეგად დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს.

„გულითად თანაგრძნობას ვუცხადებ მაროკოს მოსახლეობას საშინელი მიწისძვრის შედეგად ასობით ადამიანის დაღუპვის გამო. სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ დაშავებულებს. გლოვის ამ მძიმე წუთებში სოლიდარობას ვუცხადებთ მაროკოს სამეფოს მთავრობას", - წერს პრემიერი სოციალურ ქსელში.

მაროკოში 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა გუშინ მოხდა. ბოლო მონაცემებით, სტიქიის შედეგად დაიღუპა 820, ხოლო დაშავდა 672 ადამიანი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×