რეზონანსი
07.09.2023

ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელი ვახტანგ მახარობლიშვილი აცხადებს, რომ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, ჯოზეფ ბორელის საქართველოში ვიზიტი არის მნიშვნელოვანი გზავნილი მნიშვნელოვან დროს.

„იმ ფონზე, როდესაც სულ რამდენიმე კვირაში ევროკომისიამ უნდა მოამზადოს და გამოაქვეყნოს ანგარიში საქართველოსთან მიმართებით, რა თქმა უნდა, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, ჯოზეფ ბორელის საქართველოში ვიზიტი არის უაღესად მნიშვნელოვანი. მისი ვიზიტი არის ძალიან მნიშვნელოვანი და დიდი გზავნილი. ისიც ნიშანდობლივია და აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ დელეგაციაში ასევე მონაწილეობს ევროკომისიის გაფართოების გენერალური დირექტორი გერტ იან კოპმანი და ზოგადად, დელეგაცია ძალიან წარმომადგენლობითია", - აცხადებს ვახტანგ მახარობლიშვილი.

მისი თქმით, შეხვედრების დროს საუბარი იქნება გაფართოებაზე, საქრათველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, 12 პრიორიტეტის იმპლემენტაციაზე და ზოგადად, ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებზე.

„ასევე, საუბარი იქნება გეოპოლიტიკაზე, რეგიონში და ჩვენს ქვეყანაში არსებულ უსაფრთხოების მდგომარეობაზე. ეს იქნება მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, რომ ჩვენს ევროპელ კოლეგებს უმაღლეს დონეზე მივაწოდოთ ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ განვმეორდები, რომ ვიზიტი არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი ძალიან მნიშვნელოვან დროს და პერიოდში, შესაბამისად, რა თქმა უნდა, ეს იქნება შესაძლებლობა ორივე მხარისთვის, მოხდეს ინფორმაციის გაცვლა ყველა მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც არსებობს საქართველო-ევროკავშირის დღის წესრიგში", - აღნიშნავს ვახტანგ მახარობლიშვილი.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი საქართველოს დღეს ეწვევა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×