რეზონანსი
06.09.2023

ანაკლიაში, 3 წლის ბავშვი მდინარე ენგურში ჩავარდა. მთავარი არხის ინფორმაციით, შემთხვევა დღეს მოხდა. ცნობილია, რომ მისი მდგომარეობა მძიმეა. ის ჭითაწყარის საავადმყოფოშია გადაყვანილი - ექიმები მის გადასარჩენად იბრძვიან.

ცნობილია, რომ ბავშვი დედასთან ერთად სტუმრად ბაბუასთან იყო. თვითმხილველების ცნობით, ის სახლის ეზოში, მდინარის პირას თამაშობდა, რა დროსაც წყალში ჩავარდა. მცირეწლოვანი მდინარიდან რამდენიმე წუთში ამოიყვანეს და კლინიკაში კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი გადაიყვანეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×