რეზონანსი
06.09.2023

როგორც ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, ნინო ლომჯარია იმ ხის ტოტია, რომელიც ამ ქვეყნის წინააღმდეგ იბრძვის. ფინანსურ რესურსებს რაც შეეხება, ამ ხეს ერთი საერთო საზრდო აქვს, რომელიც ნაძარცვი ფულით დაფინანსება.

მისი თქმით, ნინო ლომჯარია ის ადამიანია, ირიბი თუ პირდაპირი მოწოდებებით ომისკენ რომ მოუწოდებდა ამ ქვეყანას.

„ნინო ლომჯარია არის ადამიანი, რომელიც ხალხის აღშფოთებისთვის გამოდიოდა, ბომბების წვიმა მირჩევნიაო თუ რაღაც საოცრებებს ლაპარაკობდა. მერე აქეთ გვამუნათებდა, საიდან მოიტანეთ ეს ბომბები და ომიო. ეს ადამიანი არის ზუსტად ის, ირიბი თუ პირდაპირი მოწოდებებით ომისკენ რომ მოუწოდებდა ამ ქვეყანას. ნინო ლომჯარია ერთ-ერთი აქტიური იყო ამ დამაზიანებელ მესიჯებში. იმ ხის ტოტია, რომელიც ამ ქვეყნის წინააღმდეგ იბრძვის. ფინანსურ რესურსებს რაც შეეხება, ამ ხეს ერთი საერთო საზრდო აქვს, რომელიც ნაძარცვი ფულით დაფინანსებაა", - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×