რეზონანსი
06.09.2023

ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, საარჩევნო კოდექსში ცვლილებები ევროპული რეკომენდაციიდან გამომდინარე მომზადდა.

მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები ცვლილებებს არ კითხულობენ და კანონპროექტს ზედაპირულად აკრიტიკებენ.

„ეს პუნქტი ევრორეკომენდაციებში იყო. ჩვენ მიერ ინიცირებული კანონპროექტი ოლივერ ვარჰეის საჯარო რეკომენდაცია იყო. სწორედ ევროპული რეკომენდაციიდან გამომდინარე მომზადდა ცვლილებები. ოპოზიციას ზედაპირულობა დაღუპავს. რატომ? თუ ვინმეს აინტერესებს, ნახოს, ვეტო რაზე იყო დაძლეული, შემდეგ ევრორეკომენდაცია ნახოს და მიხვდება, სად არის დამთხვევა, წინააღმდეგობა და რა არგუმენტებით ვიღებთ ცვლილებებს. პირდაპირ გვითხრეს, რომ შეიძლება, უმჯობესი იყოს, დააბრუნოთ მსგავსი მოდელი. ეს ნიშნავს, რასაც ახლა ვაკეთებთ. ცვლილებებს არ კითხულობენ ან ზედაპირულ კრიტიკას იწყებენ, რაღაც სიტყვებს ურახუნებენ", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×