რეზონანსი
06.09.2023

„ნაციონალური მოძრაობა" უკვე ღრმა კრიზისშია, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ" საბოლოოდ დაკარგა სახე.

„შეიძლება ითქვას, რომ ეს არის პოლიტიკური პარტიის დაშლის ბოლო ფაზა, როდესაც მას არ ჰყავს ლიდერები მომავლისთვის, როდესაც მას არ აქვს საქმიანი დღის წესრიგი, როდესაც ორი თავმჯდომარე ერთი და იგივე საკითხზე აკეთებს რეაგირებას და კიდევ ორი არის მსურველი თავმჯდომარეობის, როდესაც პოლიტიკური ლიდერები ერთმანეთის დანიშნული წარმომადგენლები ხდებიან და ეს უხარიათ. ეს უკვე მიანიშნებს, პარტიამ საბოლოოდ დაკარგა სახე და საბოლოოდ დაკარგა სტრუქტურა, რომელიც სჭირდება ნებისმიერ წარმატებულ პოლიტიკურ პარტიას", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×