რეზონანსი
06.09.2023

თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, 29 აგვისტოს თბილისში მოსული უხვი ნალექის შედეგად გამოწვეული ზარალი, დაახლოებით, 5 მილიონ ლარამდეა.

მისივე თქმით, თბილისის მერია მზად არის, სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოქალაქეებს დაეხმაროს.

„სტიქიის შედეგად გამოწვეული ზარალი დაახლოებით, 5 მილიონის ლარის ფარგლებშია, რომელსაც მუნიციპალიტეტი გამოყოფს და ათივე რაიონს გადავუნაწილებთ, რომ ჩვენს მოქალაქეებს დავეხმაროთ და გვერდში დავუდგეთ. ის ყველაფერი გამოვასწოროთ, რაც დაზიანებულია, ვგულისხმობ, როგორც კერძო საკუთრებაში არსებულ ინფრასტრუქტურას, ასევე, მუნიციპალურ ინფრასტრუქტურას", - განაცხადა ხმალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×