რეზონანსი
05.09.2023

პრეზინდეტის იმპიჩმენტის თემას გამოეხმაურნენ მმართველ გუნდის წარმომადგენლები. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ხმების არასაკმარისი რაოდენობის გამო იმპიჩმენტის საკითხი ბოლომდე ვერ მივა, თუმცა თვლიან, რომ რეაგირება საჭირო იყო. უმრავლესობა ამბობს იმასაც, რომ ამ მიმართულებით ისინი ოპოზიციასთან გარიგებაზე წასვლას არ აპირებენ. 

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით ენმ-ს ანგაჟირებული დამოკიდებულება აქვს. 

"პრეზიდენტთან დაკავშირებით ენმ-ს აქვს ანგაჟირებული დამოკიდებულება. შეიძლება იმპიჩმენტში მათი მონაწილეობა არ მონაწილეობის საქმე ვაჭრობის საგნად გახადონ," - განაცხადა ქადაგიშვილმა. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×