რეზონანსი
04.09.2023

უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, კახოვკის ჰესზე განხორციელებული ტერაქტის შედეგების ლიკვიდაცია დასრულებულია, ამასთან, მოხერხდა ინფექციური დაავადებების, კერძოდ ქოლერის, ეპიდემიის თავიდან აცილება.

"დაავადებათა კონტროლის და პროფილაქტიკის ცენტრის სპეციალისტების, მედიკოსების, საგანგებო სამსახურების კარგი მუშაობის წყალობით და ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ მოსახლეობამ დაიცვა გაცემული შეზღუდვები და რეკომენდაციები, ჩვენ შევძელით ინფექციური დაავადებების ეპიდემიის თავიდან აცილება", - განაცხადა უკრაინის მთავარმა სახელმწიფო სანიტარულმა ექიმმა, იგორ კუზინმა.

მისი თქმით, დაზარალებულ ტერიტორიებზე სამი ინფექციური ჰაბი იყო განთავსებული, ქოლერაზე 3 ათასზე მეტი ადამიანი შემოწმდა, დაავადება არ გამოვლინდა არც ერთ შემთხვევაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×