|

ოპოზიციას აქვს ერთადერთი მიზანი - ისინი მხარს უჭერენ ყველაფერს, რაც აზიანებს ქართულ სახელმწიფოს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„დღეს ეს შეიძლება იყოს პრეზიდენტის ვიზიტები, რომელიც მან განახორციელა საკუთარი უფლებამოსილების დარღვევით. გუშინ ეს შეიძლება ყოფილიყო რაიმე სხვა მოვლენა. პანდემია, სხვადასხვა ტრაგედია - არცერთი თემა არ წარმოადგენს მათთვის მორალურ ბარიერს იმისთვის, რომ ეს თემა გამოიყენონ იარაღად ქართული სახელმწიფოს დასაზიანებლად. ისინი იყენებენ ნებისმიერ თემას, რომლითაც ისინი ფიქრობენ, რომ შეიძლება დააზიანონ ქართული სახელმწიფო და ქართველი ხალხი", - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.
მმართველი გუნდი პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის ხელმოწერებს დღეს, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე შეაგროვებს. პროცედურების დასაწყებად საჭიროა 50 ხელმოწერა. შემდეგ „ქართული ოცნება" საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს.
|
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|