რეზონანსი
03.09.2023

ადამიანი, რომელიც წავა კანონმდებლობის, კანონის უზენაესობის წინააღმდეგ მიუხედავად მისი თანამდებობრივი მდგომარეობისა, ყველა შემთხვევაში ამაზე შესაბამისი რეაგირება იქნება. სწორედ ამიტომ მიიღო მმართველმა გუნდა გადაწყვეტილება [იმპიჩმენტის თაობაზე], - ამის შესახებ პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ განაცხადა.

„50-ზე მეტი ხელმოწერა იქნება და შესაბამისი განაცხადი გაიგზავნება საკონსტიტუციო სასამართლოში. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ის მოქმედება, რომელიც განახორციელა პრეზიდენტმა არის კონსტიტუციის უხეში დარღვევა და მითუმეტეს მიუღებელია იმ ადამიანისგან, რომელმაც პრეზიდენტად არჩევის დროს კონსტიტუციაზე დაიფიცა და მის მიერ წარმოთქმულ ფიცში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი არის, რომ ის არის გარანტი და დამცველი კონსტიტუციის. ვნახავთ ასევე ვინ - რა პოზიციას დაიკავებს, ვინ იქნება კანონის უზენაესობის მხარეს და ვინ მიიღებს პოლიტიკურ სუბიექტურ გადაწყვეტილებას", - განაცხადა მიქანაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×