|

მივმართავ „ქართული ოცნების" ლიდერებს, აგვიხსნან გერმანიის პრეზიდენტთან ან ევროსაბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრით როგორ არღვევს საქართველოს პრეზიდენტი კონსტიტუციას და როგორ ეწინააღმდეგება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კურსს - თუ ვინმეს ლუსტრაცია მოხდა და მოხდება ამ იმპიჩმენტის წამოწყების პროცესით, ეს „ქართული ოცნებაა", - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის" გენერალურმა მდივანმა პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც მმართველი პარტიის მხრიდან საქართველოს პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცესის წამოწყება შეაფასა. მანჯგალაძის თქმით, აღნიშნულის დასაბუთება „მნიშვნელოვანი და პრინციპულია". „მათ [„ქართული ოცნების"] მიერ არჩეულ პრეზიდენტს იმპიჩმენტს უპირებენ მხოლოდ იმის გამო, რომ მან საქართველოს ევროატლანტიკური კურსის მიმართ მხარდაჭერა ღიად დააფიქსირა. მივმართავ „ქართული ოცნების" ლიდერებს, კობახიძეს, ღარიბაშვილს და ა.შ. - დაგვისაბუთონ, აგვიხსნან საქართველოს მოქალაქეებს, შტაინმაიერთან - გერმანიის პრეზიდენტთან ან ევროსაბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრით როგორ არღვევს საქართველოს პრეზიდენტი კონსტიტუციას და როგორ ეწინააღმდეგება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კურსს; რა ზიანის მომტანია ეს შეხვედრები საქართველოს ევროატლანტიკური კურსისთვის. ამის დასაბუთება მნიშვნელოვანი და პრინციპულია. თუ პირიქით - ისინი აკეთებენ რუსულ საქმეს, როდესაც პრეზიდენტს და სხვა ყველა პროდასავლურად განწყობილ ოპოზიციას არ აძლევენ შესაძლებლობას, რომ ქართველი ხალხის [ნების] რეალიზება მოხდეს", - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
|
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|