|

"დასაფასებელია როლი, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა შეასრულა საკანონმდებლო ზედამხედველობისა და შეწყალების უფლების გამოყენებით, რამაც ხელი შეუწყო დეპოლარიზაციას" - ევროპული საბჭო შარლ მიშელისა და სალომე ზურაბიშვილის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. „პრეზიდენტი მიშელი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ბრიუსელში 2023 წლის 1 სექტემბერს შეხვდა. ლიდერებმა ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები განიხილეს ისევე, როგორც რეგიონში მიმდინარე უფრო ფართო მოვლენები და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის შედეგი საქართველოსთვისა და სამხრეთ კავკასიისთვის. პრეზიდენტმა მიშელმა ხაზი გაუსვა ევროპული საბჭოს მიერ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას, როგორც ისტორიულ შესაძლებლობას, რომელიც ხელიდან არ უნდა იქნას გაშვებული. მან გაიმეორა ევროკავშირის ერთგულება, მხარი დაუჭიროს საქართველოს თავის ევროპულ გზაზე. მან ასევე ხაზი გაუსვა ქვეყნის საჭიროებას კიდევ უფრო გააღრმაოს რეფორმები, განსაკუთრებით სამართლის, დეოლიგარქიზაციის, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და მედიაპლურალიზმის მიმართულებით, რომლებიც ახლა არსებითი მნიშვნელობისაა. დეპოლარიზაცია და ინკლუზიური პოლიტიკური კულტურის მშენებლობა ასევე პრიორიტეტული მნიშვნელობისაა. პრეზიდენტი მიშელი ქებით შეხვდა საქართველოს პრეზიდენტის საქართველოს ევროპული პერსპექტივის პროგრესისადმი პირად ერთგულებას. განსაკუთრებით დაფასდა ევროკავშირი-საქართველოს დღის წესრიგზე მისი ძლიერი პოლიტიკური ფოკუსი და მისი როლი საკანონმდებლო განხილვებში, პიროვნების შეწყალების უფლების გამოყენებაში, რამაც ხელი შეუწყო დეპოლარიზაციას. პრეზიდენტმა მიშელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირი რჩება საქართველოს მდგრადობის გაზრდის ერთგული", - წერია ევროპული საბჭოს განცხადებაში.
|
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|